ექნებათ [ოპოზიციას] რევოლუციური სცენარები, მაგრამ უფრო ნაკლებად შედეგიანი იქნება, ვიდრე წელს იყო. წელს რაღაც ერთ პროცენტიანი ჩანასახი გაჩნდა, მაგალითად მარტის დღეებში, ამასაც ვერ მოახერხებენ. როგორც ერთი წლის წინ რაღაცებზე ვამბობდი, რომ დავიმახსოვროთ, ეს ასე იქნება, ახდა ბევრი რაღაც, ახლაც წინასწარ გეუბნებით, რა თქმა უნდა, ამის მცდელობა იქნება, მაგრამ გარანტირებულად არ გამოუვათ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ თავადაც იცის მათი რეიტინგები და ერთადერთი გზა რჩებათ -არეულობაში რაღაც ახალი მოიფიქრონ, გეგმა B-ს გეგმა B.

„რეიტინგებს რომ აქვეყნებენ, ხან ასე გამოაქვეყნეს, ხან ისე, ხან ალოკაციის გარეშე ჩამოწიეს, პროპორცია მაინც ვერ შეამცირეს და ათასგვარი რაღაც მოიფიქრეს, თვითონ ხომ ითვლიან, იციან, ამ დათვლაში თავის მიერ გამოქვეყნებულ/გადასწორებული ველი გაუბედურებული რომ აქვთ. NDI- ს კვლევებს ვინ ატარებს ხომ ძალიან კარგად ვიცით, ამ კვლევებშიც არაფერი გამოსდით, ვერ აგროვებენ, ყველამ სულ 2-2 და 3-3 პროცენტი რომ გადალახოს, ეს პარტიებიც რომ უმატონ ერთმანეთს, ხომ გაბევრდნენ და გაშალეს, 40 %-მდე ვერანაირ კონფიგურაციაში ვერ ადიან და ხვდებიან, ის დანარჩენი 60% სად არის, პოტენციურად და არაპოტენციურად, ნებისმიერი გზით. ახლა სხედან, პროცენტს ითვლიან აქედან იქიდან, იქ „ნაცმოძრაობა“ დაძირეს, თვითონვე წამოვიდა სხვა პარტიები ვითომ, ისინი ბარიერს ვერ ლახავენ, ეს 3 და 4 პროცენტიც რომ ააგროვონ და ყველას თითო, 2-2 და 3-3 პროცენტი უმატონ და თეორიაში წარმოიდგინონ 5 პროცენტამდე ბარიერი, 60%-ზე რომ ვერ ადიან ხვდებიან. როგორ შეიძლება რომ დღეს იყოს მოცემულობა, ერთადერთი ოპოზიციური პარტია ლახავს ბარიერს, „ნაციონალური მოძრაობა“ სამწუხაროდ ისევ მეორე ადგილოსანია, დაწეული გაუბედურებული რეიტინგით, მაგრამ ბარიერს მხოლოდ ის ლახავს, სხვები ვერ ლახავენ, ნებისმიერ შემთხვევაში ვერ ადიან ისეთ პროცენტზე, რომელიც რაღაცის თეორიულ შანს გააჩენს. რაღაც გზა ხომ უნდა მოძებნონ, მეორე გზა არის არეულობის სცენარი, მეტი შანსი არ აქვთ, ამიტომ რადგან ეს მონაცემები თავადაც უჭირავთ ხელში, ერთადერთი გზა რჩებათ - იქნებ რაღაც ავრიოთ, რომ მერე ამ არეულობაში რაღაც კიდევ ახალი მოვიფიქროთ, გეგმა B-ს გეგმა B, ასე დავარქვათ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.