"მხილება გრძელდება…პრეზიდენტ ტრამპს კი წარმატებას ვუსურვებ დიფ სთეითის და ომის პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში!" - ასე ეხმაურება პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოვალურ დარბაზში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმი ზელენსკის შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპისრებას:
"ნაც.აგენტურა ისტერიულად არწმუნებდა ხალხს - გლობალური ომის პარტია, დიფ სთეითი, ქართულმა ოცნებამ მოიგონა, რუსული ნარატივიაო.
გუშინდელის შემდეგ ამ “მოგონილი” ბოროტების რამდენი მხარდამჭერი გაიშიფრა მსოფლიოში, ადგილობრივი აგენტურის ჩათვლით, ყველამ ვნახეთ.
მხილება გრძელდება…პრეზიდენტ ტრამპს კი წარმატებას ვუსურვებ დიფ სთეითის და ომის პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში!" - წერს მამუკა მდინარაძე.