თეთრი სახლში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა მეტად დაძაბულად წარიმართა და თავდაპირველად განსაზღვრულ დროზე ადრე დასრულდა.  

თეთრ სახლში შეხვედრიდან გამოსულმა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ძალიან დაძაბული შეხვედრის შესახებ კომენტარი არ გააკეთა. „ფოქს ნიუსის“ ინფორმაციით, იგი გადაცემა „სპეციალურ რეპორტაჟში“  ბრეტ ბაიერს მისცემს ინტერვიუს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ თავის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში კი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ ზელენსკი აშშ-ს უპატივცემულოდ მოექცა.

„დღეს თეთრ სახლში გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. ბევრი რამ ისეთი შევიტყვეთ, რასაც  ვერასოდეს გავიგებდით ასეთი ცეცხლისა და წნევის ქვეშ საუბრის გარეშე. გასაოცარია, რაც ემოციების გამოხატვის შემდეგ გამოიკვეთა. ჩემთვის ნათელი გახდა,  რომ ზელენსკი არ არის მზად მშვიდობისთვის, თუ ამერიკა ჩაერთვება, რადგან გრძნობს, რომ ჩვენი ჩართულობა მას დიდ უპირატესობას აძლევს მოლაპარაკებებში. მე არ მჭირდება უპირატესობა, მე მინდა მშვიდობა. მან  შეერთებული შტატებისადმი უპატივცემულობა გამოიჩინა ჩვენთვის სანუკვარ ოვალურ კაბინეტში. მას შეუძლია დაბრუნდეს, როცა მზად იქნება მშვიდობისთვის" - წერს დონალდ ტრამპი.