გუშინ გასაყრელები გაყარეს! გაყრა თქვენს გამო იყო და თუ ისე მოიქცევით, როგორც გუშინ იქცეოდით, დღესაც გაგყრიან - ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა! - ასე მიმართა უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერ დეპუტატს, ხატია დეკანოიძეს, რომელმაც პარლამენტის პლენარული სხდომის დასწაყისში მოითხოვა, სხდომის წამყვანს დაეკონკრეტებინა, როდის დაიწყება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განხილვა.
მამუკა მდინარაძს თქმით, გუშინ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ოპოზიცია თავად მოიქცა ისე, რომ სხდომათა დარბაზის გარეთ დარჩა
29 აპრილს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილეს, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს რამდენჯერმე გაუთიშა მიკროფონი, მისცა მათ გაფრთხილება და შემდეგ სხდომათა დარბაზიდან გააძევა.
როგორც უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძმ განაცხადა, მათ არსად ეჩქარებათ და განხილვის პროცესი შეიძლება ორი სამი დღე გაგრძელდეს.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით დღეს პლენარულ სხდომაზე გავა.