რომ არ არსებობდნენ მათთვის დავალების მიმცემი პირები და მათ მიერ მხარდაჭერილი ტელევიზიები საქართველოში, რომლებიც უკვე ათიდან ათს იტყუებიან, ნაცმოძრაობა არ არსებობს - ამის გარანტიას გაძლევთ სრული პასუხისმგებლობით, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა.
„რომ არა სხვადასხვაგვარი მხარდაჭერა ამ ანომალიური და წარსულში ბოროტებით და სისხლით ცნობილი ძალისა, ისინი არც ერთი დღე არ იარსებებდნენ. ეს არის არა პარტია, არამედ სატელევიზიო პროდუქტი“, - განაცხადა მდინარაძემ.