"დიფ სთეითისა და USAID-ის აგენტურა საქართველოში მარცხდება, მათ შორის მკაცრი სამართლებრივი რეგულაციებით", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

'მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ გაერკვა ნაც.აგენტურის და მისი პატრონების სუბორდინაციაში:

USAID-ის მიერ დაფინანსებული აგენტურის ქართული ნაწილი ემსახურება დიფ სთეითს, დიფ - სთეითი ოლიგარქიულ გავლენებს.

რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას: 

დიფ სთეითისა და USAID-ის აგენტურა საქართველოში მარცხდება, მათ შორის მკაცრი სამართლებრივი რეგულაციებით. შესაბამისად, ისევ ქართველი ხალხი და მშვიდობა იმარჯვებს. 

არ იქნება სამართალი, - არ იქნება მშვიდობა!

ცეცხლი ოლიგარქიას! 😉

ოლეე, ოლაა-ზე იხ. პრემიერის დღევანდელი კომენტარი "- წერს მამუკა მდინარაძე.