"ახლა აღარ მოგწონთ ამერიკული სამართალი?!" - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ განცხადებას.

"დათბა დღეს…ახალმა დავალებამაც არ დააყოვნა და გამოეფინა აგენტურა - “FARA”-ც რუსული კანონიაო…

ახლა აღარ მოგწონთ ამერიკული სამართალი?!

არ იქნება სამართალი? არ იქნება მშვიდობა!" - წერს მამუკა მდინარაძე.

არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები: ამერიკული "ფარა" არ უპირისპირდება "ენჯეოებსა"  და მედიას, ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას კი რუსული კანონის გადაფუთვა სურს