საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო მანდატების დატოვებას აპირებენ.

„როგორც ჩემთვის ცნობილია და, მგონი, არ არის დასამალი, ეს ადამიანები, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში დარჩენას არ აპირებენ. ისინი არიან ჩვენი პარტიის წარმომადგენლები, ხელმძღვანელები. საპარლამენტო სიაში იყვნენ, როგორც წესი და რიგია. ისინი ტოვებენ საპარლამენტო მანდატებს“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, მანდატების დატოვებაზე ისინი პარლამენტს მალე მიმართავენ.

ირაკლი კობახიძე საპარლამენტო სიაში იყო, მაგრამ ის ოფიციალურად დასახელდა პრემიერ-მინისტრად. ირაკლი კობახიძემ დღეს მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა.