საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კვლავ მამუკა მდინარაძე გახდა.

ახლად არჩეულმა პარლამენტმა, პირველ სხდომაზე ერთი ფრაქცია დააკომპლექტა და თავმჯდომარე წარადგინა.

ფრაქცია „ქართული ოცნება“ 80 წევრით იქნება წარმოდგენილი, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს, მისი მოადგილეები კი რიმა ბერიძე, ირმა ზავრადაშვილი, გრეტა წიწავა, დავით კოდუა, ედიშერ თოლორაია და ნოდარ ტურძელაძე იქნებიან.

სხდომას უხუცესი წევრი ლადო კახაძე უძღვება.

პარლამენტმა, 88 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ახლად არჩეული წევრების უფლებამოსილების ცნობას.