2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება იმ წესით, რა წესითაც ჩატარდა 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, არცერთი პუნქტი არ იქნება 2017 წლის რეგულაციისგან განსხვავებული.
მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ საქართველოს პარლამენტი მიმდინარე კვირაში იმსჯელებს 20-ზე მეტ საკითხზე, მათ შორის საარჩევნო კოდექსზე.
„ამ კანონს როცა მივიღებთ მიმდინარე კვირაში დაჩქარებული წესით, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება იმ წესით, ყველა ნორმის დამთხვევით, რა წესითაც ჩატარდა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მაჟორიტარების რაოდენობით, შესაბამისი პროპორციით, 4-პროცენტიანი ბარიერით და ა.შ. 2017 წელს რაც იყო, ყველა პუნქტი იქნება დაცული, არცერთი სხვა გადაწყვეტა არ იქნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.