"ევროპა გეუბნება რომ ერთადერთი გზა, კიდევ ვიმეორებ, არის არჩევნებით მონაწილეობა. - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გადაცემაში "რეაქცია" განაცხადა.
"გეუბნება, თუ არ მიიღე (არჩევნებში მონაწილეობა.რედ.) და არ იბრძოლე, ბოიკოტი რაში უნდა დაგეხმაროს. ყველაფერი გაგიკეთა და ამაში ჩვენ ლომის წვლილი გვაქვს მიღებული სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, ეს შედეგი რომ დამდგარიყო. ამაზე მეტი რა უნდა მოხდეს, ამას მეტი არაფერი არ მოხდება, მაგრამ მოხდება ის რომ ფუნდამენტი - ბრძოლა, და მე პირდაპირ გეუბნებით, ბრძოლის გარეშე მე არ მინდა კალაძეს გადავაბარო ქალაქ თბილისი.
გეუბნებით, მე არ მინდა ეს კორუფცია გაგრძელდეს, მაგრამ, ეს არ არის საკრებულოების არჩევა... ჩემი მოწოდებაა, ეს არჩევნები ჩვენ უნდა გადავაქციოთ დიდ ეროვნულ რეფერენდუმად" - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
"ლელოს" ლიდერმა ასევე განაცხადა: "შემიძლია მეგობრებს და ჩვენ მაყურებელს გთხოვოთ, აიღეთ ChatGPT ან ნებისმიერი ხელოვნური ინტელექტი, ქართულად ან ინგლისურად ჩაწერეთ, მაგალითები მოგცეთ, საარჩევნო ბოიკოტს რომელ ქვეყანაში მოუტანია შედეგი. ამოგიგდებთ წლების მიხედვით, ქვეყნების მიხედვით, პარტიების მიხედვით, რომ არჩევნებში არმონაწილეობა პარტიებისთვის ნიშნავს კაპიტულაციას.
ჩვენ, ქართველებმა ხომ უნდა ვისწავლოთ რაღაცის მაგალითზე?! ვიღაცის შეცდომაზე რაღაც ხომ უნდა ვისწავლოთ?! ყველაფერში ჩვენ ხომ არ უნდა წავიტეხოთ კისერი?! შესაბამისად, ვერ მომიყვანთ მაგალითს, ვენესუელიდან დაწყებული, ნებისმიერი ქვეყნიდან. მე არ მგონია, რომ ჩვენ ქვეყანაში გამორჩეული პოლიტიკური კულტურაა" - განაცხადა მამუკა ხაზარაძე "ტვპირველის" ეთერში.