„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა KGB-ს სპეცოპერაცია ჩაატარა"

სრულიად გასაგებია, რა მოხდა. ბიძინამ KGB-ს სპეცოპერაცია ჩაატარა. არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, ხალხის ხმა მიითვისეს და ქვეყანას რუსეთისთვის ამზადებენ, არ გამოვა ეს ამბავი! ამ სიყალბეს არ და ვერ დავეთანხმები... არასდროს!- წერს მამუკა ხაზარაძე.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის დათვლილია 3 100 უბნის შედეგი, რაც შეადგენს საარჩევნო უბნების  99,646 %-ზე მეტს - ცესკოს ინფორმაციით, "ძლიერი საქართველო-ლელო" -ს 181 424 ამომრჩეველმა მისცა ხმა, რაც 8.781%-ს შეადგენს.