ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ სალომე ზურაბიშვილი გახდეს შემდეგ ვადაში პრეზიდენტი, თუმცა მსგავს თემაზე საუბარი არ გვქონია - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ„ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„არაფერს არ გამოვრიცხავ, საქართველოში. იმდენად საინტერესო ქვეყანა ვართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ სალომე ზურაბიშვილი გახდეს შემდეგ ვადაში პრეზიდენტი, თუმცა მსგავს თემაზე ჩვენ საუბარი არ გვქონია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში ტარდება პირველი პროპორციული არჩევნები. ადამიანებმა უნდა აირჩიონ პროგრამით, ეს პროცესი თუ არ გავიარეთ ჩვენ ფრთხილად და მშვიდობიანად, წინ ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება“ კი არ გვიდგას, არამედ რუსეთი, ეს არის ყველაზე მთავარი, ჩვენი მოწინააღმდეგეები არიან "ფეესბე" და "კაკებე", ამიტომ, ძალაუფლება უნდა გადანაწილდეს, გადმობარდეს. პრეზიდენტი ამის ავანგარდშია, შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს არჩევნების შემდეგ, როდესაც უკვე იქნება ხალხის მანდატი, როგორც წერია ქართულ ქარტიაში“, - განაცხადა ხაზარაძემ.