ხალხის ნება გამოხატულია, ახლა ამ ნებას სჭირდება დაცვა, საქმე ბოლომდეა მისაყვანი, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მოგესალმებით. გილოცავთ საქართველოში რუსული ხელისუფლების დამარცხებას. ხალხის ნება გამოხატულია. ახლა ამ ნებას სჭირდება დაცვა. საქმე ბოლომდეა მისაყვანი. მინდა, მოვუწოდო ყველა ჩვენს წარმომადგენელს უბნებზე, რომ ბოლოდმე, ბოლო წუთამდე დაიცვან ჩვენი ამომრჩევლის ხმები. ეს საქმე ბოლომდეა მისაყვანი. კიდევ ერთი – დღეს ქართულმა საზოგადოებამ, ჩვენმა მოქალაქეებმა დაამთავრეს სტაგნაციის პერიოდი. საქართველოში იწყება ახალი პერიოდი, ახალი ცხოვრება, რომელიც არის თავისუფლებისკენ, დემოკრატიისა და ქვეყნის აღმშენებლობისკენ. ძლიერი საქართველოს ასაშენებლად მიმართული ძალა და ენერგია იწყებს მუშაობას. რაც ყველაზე მთავარია, საქართველოში ბოლომდე დამთავრდა ბიძინა ივანიშვილის კლეპტოკრატიული მმართველობა და ამას წერტილი დაუსვა ქართულმა საზოგადოებამ. გილოცავთ ყველას“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.