საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალში.

აღნიშნული ინფორმაცია პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მარკო რუბიო ვაშინგტონში 60-ზე მეტი ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლებს.

მინისტერიალი ხუთშაბათს გაიმართება.