როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გამჭვირვალობაზე, უცხოურ გავლენებზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ამ ყველაფრის მიზანია ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ზოგიერთი „ენჯეოს“ დაფინანსებაზე საუბრისას.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გამჭვირვალობაზე, უცხოურ გავლენებზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ამ ყველაფრის მიზანია ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. რაც შეეხება ევროპული მხრიდან თავად საუბარს იმაზე, თუ სად იხარჯება ევროპელი გადასახადის გადამხდელების თანხები, რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი ევროპისთვის და თავად ევროპელი მოქალაქეებისთვის იცოდნენ, თუ რაში იხარჯება ფული. იცოდნენ, თუ რაში იხარჯება ის რესურსი, რომელიც ვითომცდა უნდა მოხმარდეს საერთო ევროპულ ინტერესებს. სინამდვილეში, ძალიან ხშირად ამ თანხების გამოყენება ხდება არასწორი მიზნებისთვის. მიზნებისთვის, რომლებიც შეუსაბამოა ევროპულ ფასეულობებთან და ევროპულ ინტერესებთან“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.