საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ედმონდო ჩირიელის შეხვდა.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორობაზე, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე და იტალიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

„ხაზი გაესვა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისა და დიალოგის მნიშვნელობას  მოცემულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში.

აღინიშნა საქართველოს როლი დაკავშირებადობის თვალსაზრისით და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.