„იმედის“ და „პოსტივის“ დასანქცირება არის გაგრძელება იმ უსაფუძვლო და უსამართლო დამოკიდებულების, რასაც ვხედავთ საქართველოსთან მიმართებაში ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ბოლო დღეებში იყო მცდელობა, დასანქცირებულიყო რაიმე ქართული.
„საუბარი იყო ქართული პორტის სანქცირებაზე, რაც თავიდან იქნა აცილებული ერთადერთი მიზეზით, არ არსებობს არანაირი საფუძველი ქართული ორგანიზაციების დასანქცირებისთვის. საქართველო ზედმიწევნით ასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რაც აქვს აღებული სანქციების თავიდან აცილებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა ის მცდელობები, რასაც ვხედავთ. რაც შეეხება ტელევიზიების დასანქცირებას, წარმოუდგენელია, მაშინ, როდესაც, ერთი მხრივ, ადვოკატი ხარ თავისუფალი სიტყვის, მეორე მხრივ, ერჩოდე ტელევიზიას და თან არგუმენტად მოგყავდეს, რომ ეს ტელევიზიები არის პოპულარული. მას ჰყავს მაყურებელი და გამზიარებელი, ეს არის წარმოუდგენელი, სრულიად უსაფუძვლო თავდასხმა კიდევ ერთხელ საქართველოსთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ტელეკომპანიები „იმედი“ და „პოსტივი“ დაასანქცირა.








