მე-10 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძე მიმართავს და სოციალურ ქსელში წერს.

Giorgi Vashadze / გიორგი ვაშაძე  გაუგებარია რა დაინახეთ რუსული ჩემ ნათქვამში! ალბათ რუსულ ტალღებზე ისე ხართ გადართული, ყველაფერი რუსულად გეჩვენებათ უკვე! 
რომელია ტყუილი და დეზინფორმაცია? 
- ის, რომ ევროკავშირის არც ერთი რეკომენდაციის შესრულებაზე თქვენ არ გიზრუნიათ?!
- ის, რომ არც ერთ შეხვედრას არ დასწრებიხართ პარლამენტში, რაც ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას შეეხებოდა?!
- ის რომ ბრიუსელში ყვებით, რომ ეს მთავრობა ‘’რუსულია’’ და არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს?!
ერის სახელით რომ საუბრობთ ბრიუსელში, საინტერესოა, ის თუ მოჰყევით, რომ საპროტესტო აქციაზეც კი არ გაგაჩერათ ხალხმა თქვენ პირადად?!
თქვენი მხარდამჭერების რაოდენობაზე ახლა არაფერს ვიტყვი, 2024 წელს დაველოდები… 
ძალიან კარგად ხვდებით, რასაც აკეთებთ და ისიც იცით, რომ მხოლოდ საქართველოს ევროპული მომავლის მტრის ინტერესშია ის კამპანია, რისი მონაწილეც ხართ.
ასე რომ, ვიდრე ჩემი შეგრცხვებათ, იქნებ საკუთარ ქცევაზეც დაფიქრდეთ, რას აკეთებთ საქართველოს ინტერესების დასაცავად და რა წვლილი შეგაქვთ ევროკავშირთან დაახლოებაში და მერე წეროთ ჩემზე რეპუტაციის შემლახავი პოსტები." - წერს მაკა ბოჭორიშვილი.