დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ესპანეთში,  გაეროს მე-4 საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვა.  

კონფერენცია მდგრადი  განვითარების დაფინანსების საკითხებს ეძღვნება.

„საუბარი იქნება ჩვენთვის მნიშვნელოვან, პრიორიტეტულ მიმართულებებზე, პირველ რიგში, იმ პროგრესზე, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია ეკონომიკურ და ფინანსურ სფეროში გატარებული რეფორმების შედეგად და იმ ეკონომიკურ ზრდაზე, რაც არის ქვეყანაში ბოლო წლებში, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, რომ საქართველო იყოს პოზიტიურ ჭრილში წარმოჩენილი მსგავს ფორმატებში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.