ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯომარე მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვესელინ ვალკანოვს შეხვდა.
მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე და ამ თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერების შესაძლებლობები.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო თანამშრომლობაზე. საუბარი შეეხო ბოლო პერიოდში საქართველოსა და ბულგარეთის პარლამენტების წევრებს შორის გამართულ შეხვედრებს.
მხარეებმა ბულგარეთის საპარლამენტო დელეგაციის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრეს, რომელიც მაკა ბოჭორიშვილის მოწვევით, აპრილში გაიმართება.