ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები მზად არიან, იმუშაონ სირიის სახალხო ასამბლეასთან ასადის რეჟიმის პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმების მიმართულებით.

როგორც ლიეტუვის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საუბარია გადაწყვეტილებებზე, რომლებითაც ასადის რეჟიმის პირობებში მოხდა უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის აღიარება.

„ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები მზად არიან, ითანამშრომლონ სირიის სახალხო ასამბლეასთან და იმუშაონ საერთო მიზნების მისაღწევად, მათ შორის საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს წესდების დაცვის მიმართულებით, მათ შორის, ასადის რეჟიმის პერიოდში მიღებული იმ გადაწყვეტილებების გაუქმების მიმართულებით, რომლებიც საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევენ“, – წერია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.