“ამდენი პოლიტპატიმარი იმიტომ არ გვყავს, რომ ივანიშვილს წავართვათ თბილის, არც ჩვენ გავდივართ პოლიტიკურ რეპრესიებს ამის გამო, ჩვენი მიზანია ივანიშვილს გამოვგლიჯოთ საქართველო და ამ ბრძოლის იმიტაციაში შესვლას ვინც აპირებს, ან ძალიან დიდ შეცდომას უშვებს, ან არაკეთილსინდისიერია.” - განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ლევან სანიკიძემ
“ნაციონალური მოძრაობა” დგას საპროტესტო ელექტორატის და ამ ქვეყანაში ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანთა უმრავლესობის ნებაზე, რაც გულისხმობს ივანიშვილის ე.წ არჩევნებზე 4 ოქტომბერს დაანონსებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობის არ მიღებაზე.
შესაბამისად, თამაშგარე მდგომარეობაში თუ ვინმე იყენებს თავს, ეს არის ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ჯერ კიდევ მსჯელობენ მიიღონ თუ არა ირაკლი კობახიძის, გიორგი კალანდარიშვილის მიერ ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობა, სადაც ახალი საპარლამენტო არჩევნები არ ინიშნება, ამიტომ ვინ იქნება თამაშგარე მდგომარეობაში, ეს არის საკითხავი და ამ ვითარებაში მე მსჯელობაც კი შეუძლებლად მიმაჩნია და დარწმუნებული ვარ, რომ “ლელოს” მოუწევს პოზიციის ცვლილება, წინააღმდეგ შემთხვევაში წავა იმდენად დიდი მასის წინააღმდეგ, რომ საკუთარ ელექტორატთანაც კი ექნება პრობლემა. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ “ლელო” კიდევ ერთხელ შეიცვლის პოზიციას და რაც შეეხება ჩვენს მიზანს, თბილისის წართმევა კი არა, ჩვენი მიზანია საქართველო გამოვგლიჯოთ ივანიშვილს ხელიდან.
ამდენი პოლიტპატიმარი იმის გამო არ გვყავს, რომ ივანიშვილს თბილისი წავართვათ, არც ჩვენ გავდივართ პოლიტიკურ რეპრესიებს ამის გამო, ჩვენი მიზანია საქართველოს წართმევა ივანიშვილისთვის და ვინც ამ სპექტაკლში მონაწილეობას აპირებს, ან ძალიან დიდ შეცდომას უშვებს, ან ზედმეტად ოპტიმისტია, ან არაკეთილსინდისიერია, თავად უნდა გადაწყვიტონ ამ ადამიანებმა რომელ ჯგუფს წარმოადგენენ.” - განაცხადა ლევან სანიკიძემ.
შეგახსენებ, "ლელო – ძლიერი საქართველოს" გენერალურმა მდივნის, ირაკლი კუპრაძის თქმით: ვფიქრობ, შესაძლებელია თბილისის წართმევა და თბილისის გათავისუფლება ბოროტი "ქოცობისგან" - ამაზე უარის თქმა როგორ შეიძლება