პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, კრისტიან ტერეშს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრისას საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები, საქართველოსა და ფართო რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს.

„ასევე ისაუბრეს შავი ზღვის პოტენციალზე „შუა დერეფნის“ დაკავშირებადობის თვალსაზრისით. მხარეებმა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ინფორმაციაში.