"დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, სადაც მითითებული იყო კონკრეტული მუხლები, პუნქტები და ნებისმიერი მოქალაქისთვის ძალიან იოლი იყო იმის გარკვევა, რომ ამ კონკრეტულად ამ მაგისტრალის გადაკეტვა იყო სისხლის სამართლის დანაშაული," - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც "თბილისი მოლთან" მიმდინარე აქციაზე დაკავებული 8 პირის საქმეს გამოეხმაურა.
"ვინც კოლექტიური "ნაცმოძრაობის" აქტივისტები არის გვესმის, ისინი რასაც დააანონსებენ, ის უნდა შეასრულონ, მაგრამ იქ თუ იყო რიგით მოქალაქე მისული, რომელიც საეროდ არ არის ამ პარტიის წევრი, ისინი სპეციალურად შეიყვანეს შეცდომაში, ვინაიდან ეს რადიკალური ოპოზიციური პარტიები, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად იცოდნენ, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული მათ არწმუნებდნენ, რომ ეს ყველაფერი დაშვებული იყო და, შესაბამისად, ისინი ძალით პროვოცირებას უკეთებდნენ, რათა ჩვეულებრივი მოქალაქეები გამოჩენილიყვნენ სისხლის სამართლის დამნაშავეებად, რომ კიდევ მეტი აჟიოტაჟის შემოეტანათ საზოგადოებაში. ვინც იცის, რომ მიდის სისხლის სამართლის დანაშაულზე, შემდეგ მას არ უნდა უჩნდებოდეს კითხვა, თუ რატომ იქნა ის დაკავებული ", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.