„ჩვენ ვერ გვაპატიეს ის, რომ მოვითხოვეთ ინდივიდუალური მანევრის, ინდივიდუალური პოზიციონირების უფლება, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ ვართ ნატო-ს ქოლგის ქვეშ. ნატო არ გვიცავს და ვერ დაველაპარაკებოდით რუსეთს იგივე რიტორიკით და ვერ გავაკეთებდით ისეთ ქმედებებს, რისი გაკეთების უფლებას თავს მისცემდნენ ისეთი ქვეყნები, რომლებიც დაცული არიან ნატო-ს ქოლგის ქვეშ. – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

"ეს ჩვენ ვერ გვაპატიეს და ხშირად გვისაუბრია, პირდაპირი მოწოდებები რაც იყო დახურულ კარს მიღმა მეორე ფრონტთან დაკავშირებით და ჩვენ წითელ ხაზებს არ ვკვეთთ. ვიღაცას ამის სჯერა, ვიღაცას არა, გასაგებია, მაგრამ ყველამ რაც თავისი ყურით მოისმინა და თავისი თვალით ნახა, მინიმუმ, ამაზე დაყრდნობით შეუძლია ანალიზის გაკეთება. ბოლო რეზოლუციაში პირდაპირ ლუსტრირება იყო, როდესაც ევროპარლამენტარებმა ჩაგვიწერეს, რუსეთს სანქციები უნდა დაუწესოთ და დაანგრიოთ თქვენი ეკონომიკაო. მოწოდებები იყო, ჩვენი მთავრობის ოფიციალური თანხმობით თვითმფრინავის გაგზავნაზე, რაც პირდაპირ ესკალაციას გულისხმობდა, შეიარაღების უკრაინისთვის გადაცემაზე და ა.შ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.