პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვებსა და ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს აფასებს.
მისი განცხადებით, ოპონენტები ახლა უსუსურ მდგომარეობაში არიან, მათ შორის ანა წითლიძემ, გასული კვირის პროცესებზე აბსურდული არგუმენტები მოიყვანა, თითქოს სერგო თეთრაძე არ იყო ნაწამები ან თითქოს როინ შავაძის საქმე არაფერს არ ნიშნავს.
"დღეს კოლექტიური ნაცები არიან უსუსურ მდგომარეობაში და ვხედავთ ამ შემთხვევაში წითლიძე როდესაც აქტიურობდა წინა კვირის მოვლენებთან დაკავშირებით, რა არგუმენტები მოჰყავდა მას, რომ თითქოს ბატონი თეთრაძე არ იყო ნაწამები, თითქოს ბატონი შავაძის საქმე არაფერს არ ნიშნავს, თითქოს სააკაშვილი არ იღებდა არანაირ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ნაცებში, თითქოს მერაბიშვილი და ადეიშვილი არ არიან ნაცების წევრები... ნუ, რაც უფრო მეტ ასეთ აბსურდს და ბოდვას ისაუბრებენ, უკეთესი არის, ვინაიდან როგორც მოსამართლეების, ისევე ჩვენი საზოგადოების თვალშიც აბსოლუტურად მყარდება კიდევ ჩვენი სარჩელი, რომელსაც ისედაც არ აკლია არც არგუმენტაცია, არც მტკიცებულებები და შესაბამისად, ისინი აგრძელებენ ასეთ უსუსურ მდგომარეობაში ყოფნას", - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.









