ჯო უილსონი ამერიკაშიც არავის აინტერესებს, არასერიოზულ პოლიტიკოსად არის აღქმული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც უპასუხა დასმულ კითხვას აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტზე, რომელიც საქართველოს შესახებ ჯო უილსონის მიერ ინიცირებულ შესწორებებს შეიცავს.

 ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ჯო უილსონის ინტერესები გაშიფრულია, ამ ყველაფერში ფულს იღებს.

„ჯო უილსონის ინტერესები გაშიფრულია, ამ ყველაფერში ფულს იღებს. ჯო უილსონი ამერიკაშიც არავის აინტერესებს, არასერიოზულ პოლიტიკოსად არის აღქმული. მისი აქტივობა ხელს ვერ შეგვიშლის. ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია აყალიბებს ამერიკის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. სწორედ მათზეა დამოკიდებული შემდგომი ნაბიჯები. მათთან ერთად დავსხდებით და გზამკვლევს გავწერთ, სადაც ორივე მხარის ინტერესები იქნება ასახული. ზოგადად, პოზიტიური სიგნალებია და ადმინისტრაციის შემდგომ ნაბიჯებს უნდა დაველოდოთ. როცა ჩინეთზე გვსაყვედურობს არა მხოლოდ ჯო უილსონი, არამედ ბრიუსელი, ჩვენ ვიხილეთ, სინ ძი პინთან შესახვედრად ევროკავშირის ლიდერები როგორ იმყოფებოდნენ. ჯო უილსონი ევროსაბჭოდან თავის ქვეყანაში რომ ბრუნდებოდა, მისი დელეგაციის ხელმძღვანელი თვითმფრინავში არ უშვებდა, იმდენად სამარცხვინოა.