ზურაბიშვილი თუ ფიქრობს, რომ სასამართლო არ არსებობს და ის ბიძინა ივანიშვილის ჯიბეშია, მაშინ მყისიერად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება პოლიტპატიმარ პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით, - ეს განცხადება „ტვ პირველს“ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა.
„სალომე ზურაბიშვილმა თავის თავზე იწვნია, რომ სასამართლო არ არსებობს. თუ ფიქრობს, რომ სასამართლო არ არსებობს და ის ბიძინა ივანიშვილის ჯიბეშია, მაშინ მან მყისიერად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება პოლიტპატიმარ პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით...
თუ ფიქრობს სალომე, რომ სასამართლო არ არსებობს და მის წინააღმდეგ ბიძინამ გამოიყენა, მაშინ პრეზიდენტმა ნომერ პირველი პოლიტიკური პატიმარი... თუ სასამართლო არ არსებობს, ამას სალომეც ამბობს, მაშინ კონკრეტული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს", - ამბობს ხაბეიშვილი.