„ჩემი აზრით ადამიანებს ძალიან კარგი ანალიზის უნარი აქვთ, წაიკითხეს პრეზიდენტ სააკაშვილის გზავნილი და შესაბამის დასკვნებსაც გააკეთებენ. არ მაინტერესებს კონკრეტული ადამიანების გადაწყვეტილებები, მაინტერესებს „გამარჯვების პლატფორმის“ გამარჯვება ბიძინა ივანიშვილზე, „რუსულ ოცნებაზე“, კონკრეტულ ადამიანებს აქვთ უფლება აირჩიონ პოლიტიკური პარტიაც და საკუთარი მომავალიც." - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
"რაც შეეხება პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებას, დარწმუნებული ვარ საზოგადოება გააანალიზებს თავად აკეთებს და შესაბამისად ამ განცხადებაზეც ჩემზე უკეთ უპასუხებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ძლიერდება, ჩვენ გავაკეთეთ კოალიცია „სტრატეგია აღმაშენებელთან“.
„ნაციონალურ მოძრაობას“ უერთდებიან ადამიანები, პარტია ყოველდღიურად აძლიერებს ლოგისტიკურ ცენტრებს სხვადასხვა ქალაქში. გვაქვს „გამარჯვების პლატფორმა“, ვემზადებით ბიძინა ივანიშვილის დამარცხებისთვის. კონკრეტული ადამიანები თუ სუბიექტურად გადაწყვეტენ საკუთარი მომავალი დაუკავშირონ სხვა პარტიას ან სხვა ბრძოლის ხერხი აირჩიონ, ეს მათი საქმეა მე ამაზე ფიქრითაც კი არ ვარ დაკავებული.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ნუ გალანძღავთ, გაასწორეთ ორიენტირი და მთავარი ჩვენი მტერი არის ბიძინა ივანიშვილი და მესამე და მნიშვნელოვანი - კონკრეტული ადამიანები, ვინც ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლის ნაცვლად „ნაციონალურ მოძრაობას“ ებრძვიან ტალახს, ისინი კონკრეტულ შედეგზე ვერ გავლენ, ესეც პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებაში თქვენც კარგად ამოიკითხეთ და აბსოლუტურად ასე ვფიქრობ მეც.“- ასე გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილი მიხეილ სააკაშვილის წერილს.