„თითოეულმა საქართველოს მოქალაქემ, ქართველმა ხალხმა პირველი რაუნდი მოუგო „რუსულ ოცნებას“, რუს ოლიგარქ - ბიძინა ივანიშვილს. მიუხედავად მათი საბოტაჟისა, ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ და ევროპის სურვილმა, რომ საქართველო არ გახდეს რუსეთის გუბერნია, პირველ რაუნდში გავიმარჯვეთ. მინდა „რუსულ ოცნებაზე“ გამარჯვება მივულოცო ქართველ ხალხს.
"მინდა, პირველი წარმატება, პირველი ნაბიჯი, რომელიც არ არის საბოლოო და საბოლოოდ ჩვენ უნდა ვიზეიმოთ მთავარი გამარჯვება „რუსულ ოცნებაზე“ და რუსულ პარტიაზე, მივულოცო ქართველ ხალხს. ასევე, მინდა მივულოცო უკრაინას, მოლდოვას, რომელიც კიდევ უფრო წარმატებულები არიან და გადადგეს უდიდესი ნაბიჯი, რომ გახდნენ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მთავარი ევროპელები ვართ ჩვენ, მთავარი ევროპული პარტია არის „ნაციონალური მოძრაობა“, მთავარი არის ხალხის ურყევი ნება,რომელსაც სურს ევროკავშირში და ახლა ჯერი არის ჩვენზე. ევროპამ გადაწყვიტა, რომ საქართველო არ მიატოვოს ტერორისტი პუტინის და რუსეთის ამარა, და ცხადია, რომ ეს ასეც იქნებოდა, ამიტომ დღევანდელი გადაწყვეტილება არის უმნიშვნელოვანესი ქართველი ხალხისთვის.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა