"პრეზიდენტ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე თავად განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობა და ის ამბობს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ამ ევროპული მომავლის დაცვა."- ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებას.
"პრეზიდენტ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე თავად განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობა და ის ამბობს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ამ ევროპული მომავლის დაცვა. შესაბამისად, ის რომ დღევანდელი ხელისუფლება ასრულებს რუსეთის დავალებას რუსულ კანონთან დაკავშირებითაც კარგად ჩანს და ის რომ ისინი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რა დირექტივაც მოუვათ, ამაში საქართველოს მოქალაქეებს ეჭვი არ ეპარებათ. ამიტომ ჩვენთვის მოულოდნელი არაფერი არ იქნება და იმ პირობებში, როცა ქართველ ხალხთან არის დაპირისპირებული ივანიშვილი, ასრულებენ პესკოვის, ლავროვის, პუტინის , მედვედევის დავალებას, ცხადია არ გამოვრიცხავ, რომ შესაბამისი ღონისძიებები გაატარონ". განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა ევროსასამართლოდან საჩივარი გამოიტანა - ადვოკატმა მისწერა სტრასბურგის სასამართლოს, ამორიცხონ სარჩელი - წერილში აღნიშნულია, რომ სააკაშვილის მდგომარეობა არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო