"მსჯავრდადებულ სააკაშვილის ადვოკატმა 18 აპრილს მისწერა სტრასბურგის სასამართლოს იმის შესახებ, რომ გამოეთხოვათ სარჩელი. ამ წერილში აღნიშნულია, რომ სააკაშვილის მდგომარეობა არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო. ეს არის თავად მათი წინადადება." – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
"ხოლო 25 აპრილს გამოსულ რეზოლუციის ტექსტში ნახსენები და მოთხოვნილია, რომ მსჯავრდადებული სააკაშვილი გათავისუფლებული იყოს ჰუმანიტარული მიზნით და გადაყვანილი იყოს უცხო სახელმწიფოში სამკურნალოდ. სრულ შეუსაბამობასთან გვაქვს საქმე, რადგან 18 აპრილს ჯერ კიდე სააკაშვილი ითხოვს სარჩელის ამორიცხვას, ასევე აღნიშნავს, რომ მისი მდგომარეობა არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო, ხოლო ევროპარლამენტის რეზოლუციაში კი მოთხოვნილია მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა. ეს ყველაფერი მოწმობს, რომ რეზოლუციის მინიმუმ ეს პუნქტი არის საკმაოდ ტენდენციური და ევროპარლამენტის წევრებსაც არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია. მეტიც, მათზე ძალიან დიდი გავლენა იქონია, როგორც ჩანს, რომელსაც ავრცელებს სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“.
საზოგადოებამ ნახა, რომ მსჯავრდადებულის დედა და ასევე მისი ერთი მხარდამჭერი იმყოფებოდნენ ევროპარლამენტში. თავად რეზოლუციაში წამოყენებული მოთხოვნა არის ფაქტებით გაუმყარებელი და ამას მოწმობს თავად სააკაშვილის წერილი მისი სარჩელის ამორიცხვის თაობაზე“, – განაცხადა ბრეგაძემ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. - ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ
ასევე, ევროპარლამენტარები მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.