ალეკო ელისაშვილთან რამდენჯერმე ვიყავი მისული და მომავალშიც, რა თქმა უნდა, გავაგრძელებ მის მონახულებას, ყოფითი პრობლემები არ აქვს, ციხის ადმინისტრაციასთანაც საკმაოდ  ნორმალური ურთიერთობა აქვს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„ბუნებრივია, ალეკო ელისაშვილთან რამდენჯერმე ვიყავი მისული და მომავალშიც, რა თქმა უნდა, გავაგრძელებ მის მონახულებას. ალეკოსთან მხოლოდ სახალხო დამცველის რანგში არ მივდივარ, ჩემი ბავშვობის მეგობარია და ისედაც მივიდოდა სხვა შემთხვევაშიც. ძალიან სამწუხაროა ყველაფერი, რაც მის გარშემო ხდება. როგორც გარეთ, ასევე შიგნითაც გვაქვს ბევრ რამეზე უთანხმოება, ვკამათობთ, მაგრამ საბოლოო ჯამში, იმედს ვიტოვებ, რომ ეს ყველაფერი მის მიმართ მალე დასრულდება. 
ყოფითი პრობლემები არ აქვს, ციხის ადმინისტრაციასთანაც საკმაოდ  ნორმალური ურთიერთობა აქვს. საკმაოდ მხნედ არის, ვერ ვიტყვი, რომ დეპრესიაშია. მითხრა, რომ ძირითადად კითხულობს და ციხესიმაგრეებზე წერს წიგნს. ამ წიგნის ირგვლივ მუშაობს და ჯერჯერობით ამით არის გართული“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით,  ალეკო ელისაშვილმა ჩაამსხვრია თბილისის  საქალაქო სასამართლოს შენობის მინა, შეაღწია კანცელარიის შიდა სივრცეში, სადაც პერიმეტრზე ბენზინი დაასხა და შენობის დაწვა სცადა - ის მანდატურებმა ადგილზევე დააკავეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაითვალისწინა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა და  თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულ ალექსანდრე ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა