აბსოლუტური ტყუილია, რომ საქართველოში ქიმიური იარაღი იყო გამოყენებული. „ალდე“ ალეკო ელისაშვილის დანაშაულს ცალყბად ემიჯნება და ამ ორი მოცემულობის ერთმანეთთან გაიგივებას ცდილობს, რაც მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

„თუ გმობენ, გამოვიდნენ და გარკვევით თქვან, რომ მიუღებელია, როდესაც ადამიანი პოლიტიკური მიზნით ადმინისტრაციული შენობისთვის ცეცხლის წაკიდებას ცდილობს. ეს არის ტერორიზმი და სხვანაირი განმარტება არ არსებობს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

პარტია „ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა“ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა: „„ალდე“ არ ამართლებს ალეკო ელისაშვილის ქმედებებს, ასევე არ ამართლებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის და ქიმიური იარაღის გამოყენებას“.