ლევან გაჩეჩილაძე: ყველა ძალოვანი სტრუქტურა აპოლიტიზირებულია

1541609813
"დღევანდელი სისტემა ძალიან დემოკრატიულია, განსაკუთრებით ბიზნესისთვის და ზოგადად სიმშვიდისთვის", - ამის შესახებ ყოფილმა პოლიტიკოსმა ლევან გაჩეჩილაძემ "ტვ პირველის" ეთერში, გადაცემაში "პოლიტმეტრი" განაცხადა.
"მეორე მინდა ის ვთქვა, რო, სახეზე გვაქვს საპარლამენტო რესპუბლიკის ჩასახვა დღევანდელ ქართულ სინამდვილეში. ძალიან ბევრი ხარვეზია, მაგრამ ეს ნელ-ნელა იწყება და ამაზე არჩევნების შემდეგ ვილაპარაკოთ.
ყველა ძალოვანი სტრუქტურა აპოლიტიზირებულია, რაც არ უნდა პოლიტიზირება აბრალო. ბევრად უფრო სერიოზული სტატისტკაა სასამართლოში, ვიდრე ეს სააკაშვილის დროს იყო. სტატისტიკა იმისა, რომ ადამიანები გამართლებულან ადამიანების მეცადინეობით. იმ დროს როცა ადვოკატი მეუბნებოდა, რომ პროკურორმა ტელეფონი აიღო თავის ზემდგომს უნდა დაურეკოს, ჩემთვის გასაგები იყო მოსამართლეს რა გადაწყვეტილება უნდა გამოეტანა. დღეს ასეთი რაღაცები არ ხდება. ეს უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია", - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.