„ნაციონალური მოძრაობა“ არ გაჩერდება, აქციების რაოდენობა მზარდი იქნება - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა იუსტიციის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
„აქციების რაოდენობა კიდევ უფრო მზარდი იქნება, ვინაიდან, საქართველოს საზოგადოება ვერ შეეგუება 21-ე საუკუნეში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის ფაქტს „ქართული ოცნების“ მხრიდან.
„ქართულმა ოცნებამ “ პოლიტიკური შურისძიება გვერდზე უნდა გადადოს და მიიღოს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება.
გარდა ამ პრობლემისა ქვეყანას უამრავი პრობლემა აქვს: სოციალური, ეკონომიკური... ეს პრობლემები თავს მოიყრის და საბოლოოდ დასრულდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაძევებით“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.