„ბუნებრივია მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო, თუმცა ლოგიკური იყო მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ მიიღო არაკანონიერი უსამართლო გადაწყვეტილებადა ბუნებრივია საქმე გაგრძელდებოდა სტრასბურგის სასამართლოში, ერთადერთი სწორი, სამართლიანი, კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო პრეზიდენტმა.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა.
" უნდა მოუწონო მას ეს გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, რომ ნახევარი ნაბიჯებით, ნახევარი ღონისძიებებით არ შემოვიფარგლოთ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ასევე პრეზიდენტმა მიიღოს კონსტიტუციური გადაწყვეტილებები და მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების ჯერი არის, რადგან მიხეილ სააკაშვილი არის უკანონო პოლიტპატიმარი და ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო დააახლოებდა საქართველოს ევროკავშირთან.
„ქართული ოცნების“ პირობებში, ის მუქარები, რომლებსაც ახორციელებდნენ სალომე ზურაბიშვილის მიმართ ნამდვილად ხელშესახები შეიძლება გახდეს, ისინი არ მოერიდებიან არაფერს, მაგრამ ნამდვილად, დღევანდელი
გადაწყვეტილებით და შემდეგი გადაწყვეტილებებით პრეზიდენტი მოიპოვებს ხალხის მხარდაჭერას და საზოგადოების დაცვის გარანტიებსაც.“ - ასე გამოეხმაურა ლევან ბეჟაშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებას.