“ჩვენი ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილი სცემეს, პოლიციას ჩაუსვეს მანქანაში, მოიყვანეს, დატოვეს (ინგოროყვას კლინიკაში) და წავიდნენ,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს ინგოროყვას კლინიკაში განუცხადა.
მისივე თქმით, აუცილებელია, რომ პარტიის თავმჯდომარის ცემასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს.
“მოხდება პასუხისმგებლობის საკითხის დასმა "ხარებას" მიმართ და მისი დაჯგუფების მიმართ. ვერ ვხედავთ აქ გამომძიებლებს, რომლებიც უნდა აფიქსირდებდნენ ამას და გამოძიებას უნდა იწყებდნენ დაუყოვნებლივ, ადგენდნენ მტკიცებულებებს, ვიდეოს უნდა იღებდნენ.
ჩვენი ინფორმაციით, ხაბეიშვილი სცემეს, პოლიციას ჩაუსვეს მანქანაში, მოიყვანეს, დატოვეს და წავიდნენ. არც კი ვიცით რომელმა ეკიპაჟმა, ვინ გადასცა მათ ლევანი. არ ვიცით ვინ არიან, რათა დაიწყოს გამოძიება და მოხდეს რეაგირება”,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ასევე, შსს- ს განცხადებით, აქცია სრულად გასცდა მანიფესტაციის ფარგლებს, გახდა ძალადობრივი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, შსს იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებას
რუსთაველზე მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს
შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. - ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ
საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღო
2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.