"26-ში ყველა ერთად დავამტკიცებთ, რომ "ქართული ოცნება" არის ძალა, რომელიც იმსახურებს ხელისუფლებაში ყოფნას," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატმა, ლაშა ტალახაძემ გააკეთა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს.

"ჩვენ, ერთობით შევინარჩუნებთ საქართველოში მშვიდობას და ჩვენი ამომრჩევლის იმედებს აუცილებლად გავამართლებთ. ვივლით წინ, ევროპისკენ. ხედავთ, რამდენი გულშემატკივარი, რამდენი მხარდამჭერია მობრძანებული და 26-შიც ასე ერთობით, აუცილებლად გავიმარჯვებთ," - აცხადებს ლაშა ტალახაძე.