"ნაციონალურ მოძრაობაში" კონკურენცია არის მნიშვნელოვანი, ეს არ ნიშნავს, რომ პარტიაში იქნება ეიჯიზმი, პარტიაში იქნება კონკურენცია, იქნებიან როგორც ახალი, ისე ძველი სახეები, რადგან ჩვენ ვართ ხელისუფლებაში ნამყოფი პოლიტიკური ძალა. ამ პოლიტიკურ ძალას აქვს თავისი მემკვიდრეობა და ამ მემკვიდრეობის პატივისცემა ყველა ჩვენგანის მოვალეობაა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისი თქმით, რეპრესიამ და ტერორმა დაასუსტა პარტია ისე როგორც, ყველა პოლიტიკური პარტია.

„ჩვენ ქუჩის პროცესში ვართ. რეპრესიამ და ტერორმა დაასუსტა ჩვენი პოლიტიკური ძალა ისე როგორც, ყველა პოლიტიკური პარტია. ამაზე პასუხისმგებელია ბიძინა ივანიშვილი, რომლის გუნდმაც სარჩელი შეიტანა პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტიციო სასამართლოში. ერთადერთი, თუ ვინმეა პასუხისმგებელი ამ მძიმე რეალობაზე, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ჩვენ, რა თქმა უნდა, არაფერი საერთო არ გვექნება იმ ადამიანებთან, რომლებმაც პოლიტიკური კაპიტალიზაციის გზად ანტიმიშა აირჩიეს და ცხადია, ეს ვერ იქნება გამარჯვების ფორმულა, სადაც გამარჯვება არ იქნება, „ნაციონალური მოძრაობაც“ არ იქნება. მარცხისთვის განწირული პროცესში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ. ჩვენ გვსურს, გამარჯვების ფორმატი შევქმნათ და ეს გამარჯვების ფორმატი, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ ყველასთან გვექნება ერთობა, ვისაც სურს საქართველო ივანიშვილის გარეშე. ჩვენ ვემზადებით სტრუქურული გარდაქმნისთვის, რათა ივანიშვილის რეჟიმს გავუწიოთ კონკურენცია. სადაც ანტიმიშაა, არის ჩვენს მეგობრებზე და თანამებრძოლებზე თავდასხმა, ლევან ხაბეიშვილზე, ირაკლი ნადირაძეზე, იქ მონაწილეობას არ მივიღებთ“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.