კობახიძე: “არა ნაცებს”, “არა ბოროტებას”, “არა ღალატს” ბანერების შინაარსს ვეთანხმები

1632053585
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმ ბანერების შინაარსს ეთანხმება, რომელზეც აწერია “არა ნაცებს”, “არა ბოროტებას”, “არა ღალატს”, თუმცა მიიჩნევს გამოხატვის ფორმა მეორე საკითხია.
„ზოგი რაღაც შინარსის ბანერზე იქნება გადაკრული, ზოგი რაღაც კომერციულზე, ეს არ ვიცი იმიტომ, რომ საერთოდ არანაირი ინტერესი არ გვაქვს ამ კუთხით.
რაც შეეხება თვითონ იქ გაჟღერებულ სლოგანს პირველი არის "არა ნაცებს", მეორე არის "არა ბოროტებას" და მესამე არის "არა ღალატს". რა თქმა უნდა, სამივე ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია და ვეთანხმები ზოგადად იმას, რომ ერთის, მეორეს და მესამეს ავტორები და სულის ჩამდგმელები საქართველოში არიან ის პირები, რომელიც იქ არიან გამოსახული. შინაარსში ვეთანხმები, მაგრამ გამოხატვის ფორმა, ეს არის მეორე საკითხი“, - აღნიშნა კობახიძემ