"თქვენ იცით, რომ ბოლო მონაცემებით, დარეგისტრირდა 49 638 ადამიანი და აქედან 31 124-მა უკვე მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. 24 საათის განმავლობაში მუშაობს „ნაციონალური მოძრაობის“ ცხელი ხაზი, სადაც დღის განმავლობაში დაახლოებით 300 ზარი შემოვიდა. ზარები ძირითადად ეხება იმ საკითხს, რომ რეგისტრირებული ადამიანები ამბობენ, რომ კოდი არ მისვლიათ" - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, კობა ნაყოფიამ განაცხადა.

"მეორე შეკითხვა ეხება იმას, რომ ლინკს ვერ ხსნიან და ამ შემთხვევაში მიზეზი არის ის, რომ არასწორად შედიან; ხშირად მოთხოვნას – „მე არ ვარ რობოტი“ სწორად ვერ ავსებენ და ვერ გადადიან შემდეგ გვერდზე, რათა დაასრულონ კენჭისყრის პროცედურა. ასეთი ტიპის ხარვეზებთან გვაქვს საქმე. პირველ ხარვეზს რაც შეეხება, მათ ხელმეორედ დაეგზავნებათ კოდები და თუ ვინმე ვერ მიიღებს, ვთხოვ, დაუკავშირდნენ პარტიის ცხელ ხაზს და აღმოუჩენენ სათანადო დახმარებას.

კენჭისყრა დასრულდება 30 იანვარს, 10:00 საათზე. ამიტომ, მოვუწოდებ პარტიის ყველა წევრს, მხარდამჭერს, იაქტიურონ“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

ცნობისთვის, დღეს, 28 იანვარს, 10:00 საათიდან "ნაცმოძრაობაში" პარტიის თავმჯდომარის არჩევნები იწყება.

პარტია "ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები  პარტიის თავმჯდომარეს აირჩევენ. 

 პარტია "ნაციონალურ მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას ინფორმაციით, 2023 წლის 26 იანვარს რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. დარეგისტრირდა 49 756 ამომრჩეველი. 

რომლებსაც არჩევანის გაკეთება ნონა მამულაშვილის, გიორგი მუმლაძისნიკა მელიასა და ლევან ხაბეიშვილს შორის მოუწევს. 

არჩევნები ელექტრონული წესით ტარდება.