გიორგი ბარამიძემ ცილი დასწამა და ტყვეების დამხვრეტებად გამოიყვანა 90-იან წლებში აფხაზეთში მეომარი ქართველი ჯარისკაცები, – ამის შესახებ ჟურნალისტი კობა ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში წერს.

კობა ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში აზიარებს გიორგი ბარამიძესთან დაკავშირებით აფხაზეთის ომის ვეტერან მალხაზ თოფურიას პოსტს და აღნიშნავს:

„ისტორია, რომელსაც მალხაზ თოფურია იხსენებს, ვიცოდით ყველამ, ვინც 1992-1993 წლებში შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ პრესცენტრში ვმუშაობდით! მაგრამ საკუთარი თავისთვის არასდროს მიგვიცია უფლება, გიორგი ბარამიძისთვის ეს ამბავი გაგვეხსენებინა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ ნაძირალამ ცილი დასწამა და ტყვეების დამხვრეტებად გამოიყვანა 90-იან წლებში აფხაზეთში მეომარი ქართველი ჯარისკაცები, მას თავის მისამართით ბევრი რამის მოსმენა და ბევრ შეკითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა!“ - წერს კობა ლიკლიკაძე.