თუ მაინც გადავაბიჯე საკუთარ თავს, ორივე მწარედ შემომელანძღება. - წერს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა ხაბაზი, პარტიის წევრებსა და ყოფილ წევრებს შორის მიმდინარე დაპირისპირების კამპანიასთან დაკავშირებით:

ასე მგონია ეს კოშმარი არასდროს დასრულდება!!

საკუთარ შეცდომას ვერც ერთი მხარე ვერ ხედავს, ყველა ისეა გადართული ამ ლანძღვა-გინების მორევში, რომ "დილა მშვიდობისა" რომ დავწერო პოსტში, მელიას მომხრეები ხაბეიშვილის ლანძღვას დაიწყებენ და ხაბეიშვილის მომხრეები მელიას.

გაინტერესებს რა უნდა გაეკეთებინა/გააკეთოს პარტიამ? საკმაოდ ვრცლად დავწერე ადრე (პოსტის ბოლოში ჩავაგდებ ლინკს), სხვისი ლანძღვა გაინტერესებთ? ვერ გამოვდგები და ნუ ითხოვთ ჩემგან, თორემ თუ მაინც გადავაბიჯე საკუთარ თავს, ორივე მწარედ შემომელანძღება.