ხაბეიშვილის და მელიას მხარდამჭერებს გთხოვთ ნუ აპელირებთ 53 და 40 პროცენტებით.

ენმ-ის თავმჯდომარე არჩეულ იქნა ენმ-ის მხარდამჭერების მიერ, მათი რაოდენობა კი ივანიშვილის გაყალბებული არჩევნებითაც კი სულ მცირე 600 000 ადამიანია. - ამის შესახებ მე-6 და მე-7 პარლამენტის დეპუტატი, პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა ხაბაზი სოციალურ ქსელში წერს

"ასე რომ კეთილი ინებეთ და  ილაპარაკეთ ან 21000 და 16000 მხარდამჭერის სახელით ან თუ მაინც ძალიან გინდათ პროცენტები, ენმ-ის მხარდამჭერთა 3,5 და 2,7 პროცენტია ეგ ხმები.

არის კიდევ ერთი ვარიანტი, თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეთა პროცენტებიო თქვით, სამართლიანი მაინც იქნება.
P.S. ჩემთვის ეს ციფრები ერთ მარტივ ჭეშმარიტებას ადასტურებს, რომ ენმ-ის მხარდამჭერები იყვნენ და რჩებიან მიშას ერთგულები." - წერს კობა ხაბაზი.