კიევში აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ მოსალოდნელი მასშტაბური საჰაერო თავდასხმის შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ნებისმიერ მომენტში მოხდეს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

„კიევში აშშ-ის საელჩომ მიიღო ინფორმაცია პოტენციურად მნიშვნელოვანი საჰაერო თავდასხმის შესახებ, რომელიც შეიძლება მოხდეს მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ნებისმიერ დროს. საელჩო, როგორც ყოველთვის, ურჩევს აშშ-ის მოქალაქეებს, მზად იყვნენ საჰაერო განგაშის გამოცხადების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ თავშესაფარს შეაფარონ თავი“, – ნათქვამია განცხადებაში.