როდესაც მოსახლეობას საკუთარ სამშობლოში დარჩენის სურვილი მასიურად ეკარგება, ეს ყველაზე კარგი მაჩვენებელია, თუ როგორი ტრაგედიაა ქვეყანაში - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„შემიძლია გულწრფელად გითხრათ, ბოლო 30 წლის განმავლობაში არ მახსოვს საქართველოში ასეთი მძიმე ვითარება ყოფილიყოს. არა იმიტომ, რომ კონკრეტული პოლიტიკოსი დღეს ყველაზე უარესია და მასზე ცუდი არ გვინახავს, არა , მთავარი და გამსაზღვრელი არის NDI-ის კვლევის ის სლაიდი, რომელიც ამბობს, რომ ყოველ მეხუთეს უნდა ქვეყნის დატოვება და როდესაც საკუთარ სამშობლოში დარჩენის, ბრძოლის სურვილი მასიურად ეკარგება მოსახლეობას, უპერსპექტივობის განცდა აქვთ, ეს არის ყველაზე კარგი მაჩვენებელი, როგორი ტრაგედიაა ქვეყანაში“- აღნიშნა თინა ხიდაშელმა.