თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში, პარლამენტთან, ჯვრის ფორმის კონსტრუქციის განთავსების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ იძებნება - ნათქვამია მერიის არქიტექტურის სამსახურის საპასუხო წერილში, რომელიც დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ მისი მიმართვის საპასუხოდ მიიღო.
ხათუნა სამნიძე დაინტერესდა, რამდენად კანონიერი იყო კონსტრუქცია.
"მიპასუხეს როგორც იქნა მერიიდან: ჯვრის ფორმის რკინის კონსტრუქციის ჩარჭობაზე ნებართვა არ არსებობსო! უკანონოა - დაგვიდასტურეს! გაგრძელება არ აქვს - ადმინისტრაციული საქმისწარმოება თუ დაიწყეთთქო, ამაზე პასუხი არაა. დედაქალაქის შუაგულში უკანონო კონსტრუქცია დგას და რეაქცია არ აქვს მერიას! ძალიან მაგრები არიან" - წერს ხათუნა სამნიძე!