ივანიშვილი ორმაგ თამაშს თამაშობს, ვითარებას აკვირდება - გზავნილები რუსეთისკენაც არის და დასავლეთისკენაც - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

„ქართულ ოცნებას“ რეფორმების გატარება არ უნდა, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ კანდიდატის სტატუსი თუ არ მივიღეთ, ეს მათთვის სერიოზული დარტყმა იქნება. ხელისუფლებას ვერანაირად ვერ შეინარჩუნებენ და საზოგადოებაში რეაქცია მწვავე იქნება. „ქართული ოცნება“ თამაშობს იმას, რასაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს, ორმაგ თამაშს თამაშობს, ვითარებას აკვირდება, გზავნილები რუსეთისკენაც არის და დასავლეთისკენაც“,- განაცხადა სამნიძემ.